Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის, ასოცირებული პროფესორის მერაბ ხოხობაიას ვიზიტი მალტის უნივერსიტეტში

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში იმყოფება მალტის უნივერსიტეტში.

 

შეხვედრები გაიმართა მალტის უნივერსიტეტის რექტორთან პროფესორ ფრანკ ბეზინასთან, ასევე, ბიზნესისა და საწარმოების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან პროფესორ ვინსენტ მარმარასთან და პროფესორ ანტონიეტა როსიელოსთან.

 

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე - მათ შორის, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაზე. აგრეთვე, განიხილეს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის პროცესის გააქტიურებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინიციატივების საკითხები.

 

თარიღი: 05/05/2026